სიახლეები


ჩვენ ვიცავთ კანონს

ჩვენ ვიცავთ კანონს

30/05/2018

სამშენებლო მოედანზე დამცავი და უსაფრთხოების ბადეების გამოყენება აუცილებელი და სავალდებულო ნორმაა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც მშენებლობის უსაფრთხოებაზე მინიმალური პრეტენზია მაინც აქვს.
ევროპელების შეფასებით, სწორედ დამცავი და უსაფრთხოების ბადის არსებობა უზრუნველყოფს სიმაღლეზე მომუშავე მუშების უსაფრთხოებას. საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მშენებლობა ზოგ შემთხვევაში ზედ სავალი გზების ნაპირზე მიმდინარეობს და არის შემთხვევები ტროტუარიც სამშენებლო მოედნის ღობის შიგნითაა მოქცეული. ამის გათვალისწინებით საფრთხის ქვეშაა ქვეითად მოსიარულეების და მანქანების უსაფრთხოებაც. სპეციალისტთა განმარტებით, მაღლივი შენობები მშენებლობისას დაცული უნდა იყოს შემოღობვით ანუ უსაფრთხოების ბადეები. ამ ტერმინის ქვეშ არ იგულისხმება დამცავი (მწვანე, წითელი) ბადეები, რომელსაც მხოლოდ სამშენებლო მტვრის და მცირე მოცულობის ნარჩენების შეკავება შეუძლია. საუბარია უსაფრთხოების ბადეებზე, რომელიც „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განისაზღვრება.


სახლი ბელიაშვილზე

სახლი ბელიაშვილზე

24/05/2018

მიმდინარეობს მე-5 სართულის რკინა-ბეტონის კოლონების, დიაფრაგმების და პილონების მოწყობის სამუშაოები (ა ბლოკი). მიმდინარეობს პირველი სართულის კოლონების და დიაფრაგმების მოწყობის სამუშაოები (ბ ბლოკი).
გამოყენებული მასალა:

  • არმატურა (ა და ბ ბლოკი) - 22 ტონა
  • ბეტონი (ა და ბ ბლოკი) - 240 კუბი (მარკა 450)

სახლი ბელიაშვილზე

სახლი ბელიაშვილზე

01/05/2018

საშუალოდ 7-10 მეტრ სიღრმეზე 32 ხიმინჯის ჩასხმის შემდეგ დასრულდა მე-2 ბლოკის საძირკვლის ფილის მოწყობა.
საძირკვლის ფილისთვის გამოყენებული მასალა:

  • არმატურა - უკრაინული (Кривой Рог) 72 ტონა
  • ბეტონი - B 35 (450 M) 648 კუბური მეტრი

ჩვენი საბავშვო ბაღი TV Imedi-ს სიუჟეტში

ჩვენი საბავშვო ბაღი TV Imedi-ს სიუჟეტში

11/04/2018

უსაფრთხოების ნორმები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში.

ჩვენი საბავშვო ბაღი TV Imedi-ს სიუჟეტში

? ჩვენი საბავშვო ბაღი TV Imedi-ს სიუჟეტში "უსაფრთხოების ნორმები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში".

Posted by Wonderland Preschool on Wednesday, April 11, 2018

სახლი ბელიაშვილზე

სახლი ბელიაშვილზე

03/04/2018

კორპუსის რკინა-ბეტონის საძირკვლის (პარკინგის სართული) გარე კედლების, კოლონებისა, დიაფრაგმების და გადახურვის ფილის მოწყობა.

  • კოლონა - 1 X 1 მეტრი
  • ბეტონი მარკით - 450B
  • არმატურა- სხავდასხვა დიამეტრის (უკრაინა).

პანორამა 3 -

პანორამა 3 - "ტრიდეს" ახალი შემოთავაზება

03/04/2018

  • მრავალფუნქციური დანიშნულების ფართი 0 სართულზე
  • საუკეთესოა საოფისედ ან სხვა კომერციული დანიშნულებისათვის
  • საერთო ფართი 105 კვ. მეტრი
  • შავი კარკასი.
კორპუსის მშენებლობა დასრულებულია და შესახლებულია.
ფასი - 960 ლარი.
599 675 675;
2 30 90 90.
საუკეთესო შემოთავაზება საუკეთესო ფასად.

დედამიწის დღე - უფრო გავამწვანოთ ჩვენი ეზო

დედამიწის დღე - უფრო გავამწვანოთ ჩვენი ეზო

30/03/2018

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, "ტრიდეს" თანამშრომლებმა პანორამა 2-ის თავმჯდომარის ნაჩუქარი ცაცხვის ნერგები დარგეს კომპლექსის სკვერში.


"სახლი ბელიაშვილზე"

27/03/2018

"სახლი ბელიაშვილზე"
მშენებლობა დაიწყო 2017 წლის 1 ნოემბერს. გაიჭრა 2000 კვ.მ. საძირკველი, სიღრმით 4,5 მეტრი.


"სახლი ბელიაშვილზე"

27/03/2018

მოეწყო კორპუსის რკინა-ბეტონის საძირკვლის ხიმინჯები (38 ცალი) და ფილა.
გამოყენებული მასალა:

  • უკრაინული არმატურა - A500
  • ბეტონი - B450
ბეტონის ჩასხმის 12 სააათიანი უწყვეტი ციკლი.

"ტრიდეს" საუკეთესო შემოთავაზება

21/02/2018

პანორამა 3

  • ბინა მე-3 სართულზე.
  • საერთო ფართი 86,2კვ. მეტრი
  • შავი კარკასი.
  • კორპუსის მშენებლობა დასრულებულია და შესახლებულია
  • ფასი 1 770 ლარი

"ტრიდე" თქვენი რჩეულია!

12/02/2018

ყველაზე ინოვაციური და თანამედროვე პროექტებისათვის და ორიგინალური არქიტექტურისათვის, დეველოპერული კომპანია "ტრიდე" ჟურნალ "თბილისელების" სპეციალური პრიზით - "მედია ვარსკვლავი" დაჯილდოვდა.


სახლი ბელიაშვილზე

სახლი ბელიაშვილზე

01/02/2018

ტრიდეს მრავალფუნქციური კორპუსი, "სახლი ბელიაშვილზე", მშენებლობის პროცესშია. იხილეთ ფოტოები


ბოლო პროექტის მშენებლობაც დაიწყო

ბოლო პროექტის მშენებლობაც დაიწყო

13/11/2017

საცხოვრებელი კომპლექსი "დიღმის პარკის" ბოლო პროექტის მშენებლობაც დაიწყო. სულ მალე ბელიაშვილის ქუჩაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალფუნქციური შენობა აშენდება. მშენებლობა უკვე დაიწყო. გრანდიოზული პროექტი 2019 წლის ბოლოს მთავრდება.


პანორამა 3-ის მშენებლობა დასრულდა

პანორამა 3-ის მშენებლობა დასრულდა

17/10/2017

დასრულდა "ტრიდეს" მე-7 პროექტის მშენებლობა, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მასალებით აშენებულ ულამაზეს სახლში თქვენთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტია შექმნილი.
სასურველი ბინის ასარჩევად მობრძანდით ოფისში:

  • მის: დიღომი, ლუბლიანას #11.
  • 2 30 90 90
  • 599 675 675
  • info@tridegroup.ge


დიღომში ბინებზე მოთხოვნა იზრდება

დიღომში ბინებზე მოთხოვნა იზრდება

07/06/2017

"რეზონანსისა" და "ეისითის" მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თბილისელებისთვის ე.წ. პრესტიჟული უბნები ნაკლებ პრიორიტეტული გახდა. როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, ისინი უძრავი ქონების შეძენისას უფრო მეტად ისეთ უბნებს ანიჭებენ უპირატესობას, სადაც ნაკლები ხმაური, მოძრაობა და გამონაბოლქვია. სასურველ ადგილებად კი საბურთალო (30%), დიდუბე-დიღმისმასივი (17%) დანაძალადევი (11%) დასახელდა. ერთ დროს ყველაზე პრესტიჟულ უბნად მიჩნეული ვაკე დიღმის მასივს 8%-ით ჩამორჩება.

უმეტესობა, თბილისში ბინის ყიდვისას, უბანს იმის მიხედვით არჩევს, თუ რამდენად მოსახერხებელ, წყნარ, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მდებარეობს იგი. ”რეზონანსმა” მცირე გამოკითხვის მიხედვით დაადგინა, რომ მობინადრეთა დიდი ნაწილი ხმაურიან, მანქანებით გადაჭედილ, გამონაბოლქვით გაჟღენთილ ქალაქს გაურბის. ასევე გავარკვიეთ, რომ უძრავი ქონების მიმართ ინტერესი სტაბილურად შენარჩუნებულია, თუმცა გახშირებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ყიდვის ფაქტი.

ამ საკითხზე უფრო მასშტაბური კვლევა - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა (”ეისითი”) განახორციელა. გამოკითხვა ექსკლუზიურად ინტერნეტჟურნალ ”მარკეტისთვის” ჩატარდა, რაშიც მონაწილეობა 417-მაზრდასრულმა თბილისელმა მიიღო.

მათ მიერ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე გაირკვა, რომ უძრავი ქონების შეძენის კუთხით ყველაზე მოთხოვნადი უბანი საბურთალოა - 30%, დიდუბე-დიღმის მასივში ბინისშეძენით დაინტერესებულია 17%. თბილისს გარეთცხოვრება 13%-ს სურს. შემდეგ მოდის ნაძალადევი -11%, ხოლო ვაკე-ბაგები - 9%-ით.

417 თბილისელს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ ისიც აჩვენა, რომ პოტენციური მყიდველები უპირატესობას ისეთ ადგილებს ანიჭებენ, სადაც ცხოვრობენ ან სადაც მათი ახლობლები არიან დასახლებულნი. გარდა ამისა, ყურადღებას აქცევენ კონკრეტული უბნის ეკოლოგიურ მდგომარეობას. სამსახურთან თუ სასწავლო დაწესებულებასთან სიახლოვეც უბნის შერჩევის საკმაოდ გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს.

დედაქალაქის მერიამ ცენტრალური უბნების განტვირთვაზე და ახალი უბნების განვითარებაზე დაიწყო მუშაობა. მშენებლობა დიღმის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, არსებული ადგილი საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. შესაძლოა ამ ადგილის მიმართხელისუფლების, ინვესტორების დაინტერესებამ ხალხის ცნობიერებაზეც იქონია გავლენა. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ თბილისელებში დიღმის მასივის მიმართ დაინტერესება გაიზარდა და ისეთპრესტიჟულ უბანსაც კი გაუსწრო, როგორიც ვაკეა.

დეტალების გასარკვევად უძრავი ქონების სააგენტოებს დავუკავშირდით. ”ყველაზე პრესტიჟული უბანია საბურთალო, ვაკე, წერეთელი, დიღმის მასივი და ვერა. უძრავი ქონების შეძენისას აკვირდებიან, ტრანსპორტით მისვლა ადვილია თუ არა, მოძრაობა რამდენად გადატვირთულია, მიმდებარე ტერიტორიაზე რა დაწესებულებებია თავმოყრილი. ამ ბოლო დროს ვაკეში ბინები ნაკლებად იყიდება იმიტომ, რომ ძალიან ძვირია. ვისაც ფული აქვს, იმას ხმაურითა და გამონაბოლქვით შეწუხება არ სურს, ურჩევნია შედარებით ჯანსაღ ადგილას დასახლდეს. ბოლო დროს გაიზარდა მოთხოვნა დიღმის მასივზე, ვაშლიჯვარზე. შენდება ძალიან ბევრი კორპუსი, 1 კვ/მ-ისფასი 850-1000 დოლარს შეადგენს. იგივე ფასია საბურთალოზე, წერეთელზე. გაიზარდა ასევე უცხოელი მყიდველების რაოდენობა,”,- განაცხადეს უძრავი ქონების სააგენტოში.hr>

ჩვენი კაფე ისევ გელით

ჩვენი კაფე ისევ გელით

02/05/2017

განაგრძობს ფუნქციონირებას ჩვენი ფერადი კაფე,სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი ან ყავა უგემრიელეს ნამცხვრებთან ერთად.


ტრიდე გთავაზობთ, დუპლექსის ტიპის პენტჰაუსებს დასრულებულ კორპუსში

ტრიდე გთავაზობთ, დუპლექსის ტიპის პენტჰაუსებს დასრულებულ კორპუსში

05/04/2017

თქვენი ტერასიდან მთელი ქალაქის ხედი იშლება. გაატარეთ მშვიდი საღამოები მეგობრებთან ერთად საკუთარ ტერასაზე. შეიძინეთ პენტჰაუსი "პანორამა 2"-ში და ისიამოვნეთ დიღმის ულამაზესი ბუნებით.
ფასი 65 000 $-დან.


საუკეთესო შემოთავაზება საუკეთესო ფასად

საუკეთესო შემოთავაზება საუკეთესო ფასად

05/04/2017

"პანორამა 2"-ში 91m² 60 000$-ად. ბინა მდებარეობს მე-11 სართულზე. აქვს ნაწრთობი შუშით გადახურული ვერანდა, საუკეთესო ხედებით.


აქცია გრძელდება

აქცია გრძელდება

24/01/2017

ჩვენთან აქცია გრძელდება იანვრის ბოლომდე. მსურველებმა იჩქარეთ! აქცია ვრცელდება ბინების შეზღუდულ რაოდენობაზე.

  • ბინის ფართობი: 95 კვ.მ
  • მდგომარეობა: შავი კარკასი
  • ღირებულება: კვ.მ - 700$

საახალწლო ფასდაკლება

საახალწლო ფასდაკლება

22/12/2016

საახალწლო ფასდაკლება "პანორამა 2"-ში! შეიძინეთ ბინა დასრულებულ კორპუსში. 1 კვ.მ 730$-ის ნაცვლად 700$-ად, 6 თვიანი შიდა უპროცენტო განვადებით. იჩქარეთ, აქცია ვრცელდება ბინების შეზღუდულ რაოდენობაზე.

  • ბინის ფართობი: 95 კვ.მ
  • მდგომარეობა: შავი კარკასი
  • ღირებულება: კვ.მ - 700$

საახალწლო ფასდაკლება

საახალწლო ფასდაკლება

19/12/2016

საახალწლო ფასდაკლება "პანორამა 2"-ში. შეიძინეთ 1 კვ.მ 730$-ის ნაცვლად 700$-ად. იჩქარეთ, აქცია ვრცელდება ბინების შეზღუდულ რაოდენობაზე.


მოწესრიგდა მოძრაობა

მოწესრიგდა მოძრაობა

16/12/2016

მოწესრიგდა ლუბლიანასა და ბელიაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გზა, გაკეთდა გამყოფი ზოლი.


სპეციალური შემოთავაზება სამშენებლო კომპანია

სპეციალური შემოთავაზება სამშენებლო კომპანია "ტრიდესგან"

27/10/2016

მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან "ტრიდე" იწყებს ბინების გაყიდვას ახალ მშენებარე კორპუსში "პანორამა 3", რომელიც დასრულდება 2017 წლის მაისში. გასაყიდი ფასები ამჟამად არსებულ ფასებთან შედარებით იქნება შესამჩნევად დაბალი, ხოლო შიდა განვადების ხანგრძლივობა 1 წელი და 2 თვე. კომპანია მყიდველებს ასევე შესთავაზებს ეტაპობრივი გადახდის მოქნილ სისტემას.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

  • ლუბლიანას 11, "ტრიდეს" გაყიდვების სამსახური.
  • ტელეფონი: 230 90 90; 230 90 90
  • მობილური: 599 675 675; 596 675 675

ჩვენი კაფე

ჩვენი კაფე

19/10/2016

ჩვენს ეზოში შეგიძლიათ ესტუმროთ ფერად კაფეს და მიირთვით უგემრიელესი ჩაი ან ყავა. ასევე დააგემოვნეთ გემრიელი ნამცხვრები.


საბავშვო ბაღის გახსნა

საბავშვო ბაღის გახსნა

01/10/2016

საბავშვო ბაღის საზეიმო გახსნას ესწრებოდა თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე მერი გიგა ნიკოლეიშვილი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ბატონინი თარაშ შურღაია. ასევე დიდუბის რაიონის გამგებელი ქალბატონი ირმა ზავრადაშვილი და გამგებლის მოადგილე ზურაბ უგულავა.


ტრიდე ჯგუფი

ტრიდე ჯგუფი

30/09/2016

კომპანია "ტრიდე" 2010 წლიდან აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს თბილისში, ლუბლიანასა და ბელიაშვილის ქუჩებს შორის, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამჟამად უკვე აშენებულია და ექსპულატაციაში გადაცემულია 70 000 კვ.მ-ზე მეტი სამშენებლო ფართი. უახლოეს პერიოდში დამთავრდება კიდევ 50 000 კვ.მ ფართი, რის შედეგადაც დასახლების ტერიტორიაზე იცხოვრებს 1200-ზე მეტი ოჯახი. ამჟამად კომპანია ინტენსიურად ანვითარებს დასახლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას.
1 ოქტომბერს გაიხსნა საბავშვო ბაღი, გათვლილი 150 ბავშვზე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგოებით, კერძოდ:

  • სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის დამოუკიდებელი სასწავლო ოთახები.
  • თანამედროვე, ბავშვების ინტერესებზე გათვლილი, სათამაშო მოედანი.
  • აბსოლიტური სანიტარული სრულყოფილებით აღჭურვილი საცურაო აუზი.
  • სათანადო ტექნიკით აღჭურვილი სათამაშო და გასართობი ცენტრი.
  • სრული სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამზარეულო და სასადილო ოთახი.

საბავშვო ბაღის გახსნა

საბავშვო ბაღის გახსნა

29/09/2016

შაბათს 1 ოქტომბერს გეპატიჟებით საბაშვო ბაღი "wonderland preschool"-ის საზეიმო გახსნაზე.


საბავშვო ბაღი Wonderland preschool

საბავშვო ბაღი Wonderland preschool

30/06/2016

საბავშვო ბაღი "Wonderland preschool" მუშაობას დაიწყებს მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან. ბაღი გათვლილია 150 აღსაზრდელზე. ადგილები შეზღუდულია, მსურველებმა იჩქარეთ. დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ბაღის ადმინისტრაციას ტელ: 599 05 07 08.


"პანორამა 3"-ის მშენებლობა დაიწყო

23/06/2016

დაიწყო დიღმის პარკის ახალი მეშვიდე კორპუსის "პანორამა 3"-ის მშენებლობა. მიმდინარეობს საძირკვლის ფილის მოწყობა.


დასრულდა

დასრულდა "პანორამა 2"-ის სადარბაზოს მოპირკეთება

02/06/2016

"დიღმის პარკის" მობინადრეთა საყურადღებოდ!

27/04/2016

კვირას, 1 მაისს 12:00 საათზე "მწვანე სახლის" და "პანორამა 1-ის" მიმდებარე ტერიტორიაზე იხსნება სკვერი. გთხოვთ გვეწვიოთ. პატივისცემით, ტრიდეს ადმინისტრაცია.


"პანორამა 2"-ის მოპირკეთება სრულდება

06/04/2016

"პანორამა 2"-ში მოპირკეთება დასასრულს მიუახლოვდა. სრულდება შესასვლელი ნაწილისა და ვეტიბიულის კეთილმოწყობა. მოპირკეთებისას გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალები:

  • ბუნერბივი გრანიტი
  • მარმარილო
  • ყინვაგამძლე კერამოგრანიტი
  • ალუმინის პროფილები
  • ნაწრთობი შუშა

დაიწყო საბავშვო ბაღის მშენებლობა

დაიწყო საბავშვო ბაღის მშენებლობა

03/04/2016

თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი "ტრიდეს" მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც "დიღმის პარკში" ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდის. 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი მიმდინარე წლიდან დაიწყებს მუშაობას.


"მწვანე სახლის" ექსპულატაციაში მიღების პროცესი დასრულდა

25/03/2016

ამონაწერის განახლების მსურველებმა საჯარო რეესტრში განაცხადის შევსებისას შენიშვნაში მიუთითეთ "მშენებარის მოხსნა" - განაცხადის რეგისტრაციის ნომერი 882016173235.


"პანორამა 2"-ის მოპირკეთება მიმდინარეობს

10/03/2016

"პანორამა 2-ის" მოპირკეთებისას გამოყენებულია უმარლესი ხარისხის ნაწრთობი და თბოგამძლე მინა "GUARDIAN". თანამდეროვე მშენებლობაში გაცილებით დიდ ადგილს იკავებს გამჭვირვალე კონსტრუქციები, რომლებიც მაღალ მექანიკურ სიმტკიცეს და უსაფრთხოებას საჭიროებენ. ამიტომ ნაწრთობი და თბოგამძლე მინა თანამედროვე არქიტექტურის პოპულარული ელემენტია.


"პანორამა 2"-ის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

10/03/2016

"პანორამა 2"-ის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება, უფრო მეტი კომფრტისათვის კორპუსს გაუკეთდა მაღალეფექტური მაღალეფექტური მყარი თბოიზოლაცია "megaboard"-ის საიზოლაციო ფილებით. დაბალი თბოგამტარობა უზრუნველყოფს კომფორტული გარემოს შექმნას და დაბალ ენერგოდანახარჯებს შენობის გათბობისა და კონდინცირებისას. შესაძლო დანაზოგი 30%.


მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთება

მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთება

09/03/2016

დაიწყო "პანორამა 1"-ის ეზოს მოპირკეთება, პირველი ეტაპისათვის დაირგო ტუიისა და კიპარისის 1000-ზე მეტი ნერგი დამონტაჟდა ეზოს სარწყავი სისტემები. მიმდინარეობს კორპუსის წინ არსებული სკვერის მოწყობა.


"პანორამა 1" დასრულებულია

01/01/2016

"საცხოვრებელი კომპლექსი დიღმის მასივში ლუბლიანაზე" დაიწყო "ბ" კორპუსის კომერციული ფართის გაყიდვა. საერთო ფართი 724,5 კვ.მ შესაძლებელია დაყოფა.


დარგის ლიდერი 2015

დარგის ლიდერი 2015

01/06/2015

წელს სამშენებლო კომპანია "ტრიდეს" მიენიჭა ”დარგის ლიდერი 2015”-ის წოდება. ჯილდო ”დარგის ლიდერი 2015” ეს არის პრესტიჟისა და კონკურენტუნარიანობის გამოხატულება. ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების საზოგადოება არის საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება საქართველოში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში, რომელიც ატარებს სხვადასხვა დარგის, კატეგორიის და საკუთრების ფორმის სუბიექტების საქმიანობის რანჟირებას. კავშირი გამოყოფს წარმატებულ საწარმოებს და ანიჭებს მათ ადგილს რეიტინგში, მათგან საუკეთესოებს კი ”დარგის ლიდერი”-ის წოდებას.


"ტრიდე პანორამა" - გაყიდვები დაიწყო!

04/05/2015

დიღმის პარკის მეხუთე კორპუსის "ტრიდე პანორამას" გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს. მაისის ბოლომდე ბინები სააქციო ფასით 1კვ.მ - 690$ იყიდება. მშენებლობის დასრულების ვადაა 2015 წლის სექტემბერი. ოქტომბერში ჩაირთვება კომუნიკაციები და დაიწყება შესახლება.


დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ წინასაახალწლოდ

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ წინასაახალწლოდ "მწვანე სახლის" დასრულებული მშენებლობა დაათვალიერა

30/12/2014

დასრულდა კომპლექსის მეოთხე, „მწვანე სახლის" მშენებლობა, რომელიც 162 ბინისაგან შედგება. აღნიშნულ კორპუსში ბინები გაყიდულია და დაწყებულია შესახლება. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ზაფხულისათვის "დიღმის პარკში" უკვე იცხოვრებს 500-მდე ოჯახი. ასევე, უკვე დაწყებულია ორი ახალი კორპუსის მშენებლობა, რომელთა დასრულება 2015 წლის ბოლოსთვის იგეგმება. საერთო ჯამში საცხოვრებელი კომპლექსი „დიღმის პარკი" 1000 ოჯახზეა გათვლილი. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ წინასაახალწლოდ, მოსახლეობასთან ერთად მწვანე სახლის დასრულებული მშენებლობა დაათვალიერა.


გაყიდვები TBC ბანკთან ერთად

გაყიდვები TBC ბანკთან ერთად

07/10/2014

"შ.პ.ს ტრიდე" პროექტს "საცხოვრებელი კომპლექსი დიღმის მასივში ლუბლიანაზე" გაყიდვებს TBC ბანკთან ერთად ახორციელებს.


შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყო

შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყო

09/09/2014

მწვანე სახლის სამივე სადარბაზოში კიბის საფეხურების მოპირკეთება მიმდინარეობს, ასევე მონტაჟდება კიბის მოაჯირები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის სისტემების მონტაჟი.


გადახურვა დაიწყო

გადახურვა დაიწყო

12/06/2014

მწვანე სახლის მშენებლობა დათქმულ ვადებში გრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეთერთმეტე სართულის მანსარდების გადახურვა.


დიღმის პარკის

დიღმის პარკის "მწვანე სახლის" გაყიდვები დაიწყო!

11/05/2014

კუთხის ბინის ფასია 700 $, სტანდარტულის 680$. თანხის ერთიანად გადახდის (მათ შორის საბანკო იპოთეკის) შემთხვევაში, ბინის შეძენის მსურველები ისარგებლებენ 1 კვ მეტრზე 30 დოლარიანი ფასდაკლებით.


"ტრიდე"-მ წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებულ ლევან მაისაშვილს სპეციალური პრიზი გადასცა

14/01/2014

საქართველოს რაგბის კავშირმა 2013 წლის შედეგები შეაჯამა. სპეციალურად გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე წლის გამორჩეული მორაგბეები, გუნდები, პრიზიორები და მწვრთნელები დაჯილდოვდნენ. ჩვენი კომპანიის დირექტორის, ლაშა ხურციძის განცხადებით შპს "ტრიდე" მომავალშიც გააგრძელებს მორაგბეების მხარდაჭერას და მსგავს ღონისძიებებში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.


დასრულდა

დასრულდა "გ" კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება

14/01/2014

"საცხოვრებელი კომპლექსი დიღმის მასივში ლუბლიანაზე" დასრულდა "გ" კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება.


დაიწყო მიწისქვეშა ავტოსადგომის გაყიდვა

დაიწყო მიწისქვეშა ავტოსადგომის გაყიდვა

11/11/2013

დაიწყო საცხოვრებელი კომპლექსის ა, ბ და გ სექციების მიწისქვეშა ავტოსადგომის გაყიდვა.


დასრულდა

დასრულდა "ბ" კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება

20/09/2013

"საცხოვრებელი კომპლექსი დიღმის მასივში-ლუბლიანაზე" დასრულდა "ბ" კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება.


ტრიდეს ახალი პარტნიორი VTB ბანკია

ტრიდეს ახალი პარტნიორი VTB ბანკია

08/07/2013

"ტრიდე პანორამაში" ბინის შეძენა VTB ბანკის იპოთეკური სესხით შეგიძლიათ. სამშენებლო კომპანია ტრიდესა და VTB ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს VTB ბანკში სესხი მაქსიმალურად გამარტივებული და შეღავათიანი პირობებით აიღონ.


დაიწყო კომერციული ფართების გაყიდვა

დაიწყო კომერციული ფართების გაყიდვა

08/07/2013

"საცხოვრებელი კომპლექსი დიღმის მასივში ლუბლიანაზე" დაიწყო "ბ" კორპუსის კომერციული ფართის გაყიდვა. საერთო ფართი 724,5 კვ.მ შესაძლებელია დაყოფა.


"გ" კორპუსის გაყიდვები დაიწყო

01/07/2013

საცხოვრებელი კომპლექსი "დიღმის მასივში - ლუბლიანაზე" გ კორპუსის გაყიდვები დაიწყო.


დასრულდა

დასრულდა "ა" კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება

23/01/2013

"საცხოვრებელი კომპლექსი დიღმის მასივში-ლუბლიანაზე" დასრულდა ა კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება.


გაყიდვები VTB ბანკთან ერთად

გაყიდვები VTB ბანკთან ერთად

24/10/2012

შ.პ.ს ტრიდე პროექტს "საცხოვრებელი კომპლექსი დიღმის მასივში - ლუბლიანაზე" გაყიდვებს VTB ბანკთან ერთად განახორციელებს.


"ბ" კორპუსის გაყიდვები დაიწყო

24/09/2012

საცხოვრებელი კომპლექსი "დიღმის მასივში - ლუბლიანაზე" ბ კორპუსის გაყიდვები დაიწყო.


მესამე კორპუსის მშენებლობა დაიწყო

მესამე კორპუსის მშენებლობა დაიწყო

12/07/2012

დაიწყო "საცხოვრებელი კომპლექსი დიღმის მასივში - ლუბლიანაზე" მესამე კორპუსის მშენებლობა.


გაყიდვები დაიწყება სექტემბრიდან

გაყიდვები დაიწყება სექტემბრიდან

04/07/2012

"საცხოვრებელი კომპლექსი დიღმის მასივში - ლუბლიანაზე" მეორე კორპუსის გაყიდვები დაიწყება 2012 წლის სექტემბრიდან.