ამჯერად სამშენებლო კომპანია „ტრიდე“ წარმოგიდგენთ „დიღმის პარკის“ ახალ მეექვსე კორპუსს „პანორამა 3“-ს. თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მასალებით აშენებულ ულამაზეს სახლში თქვენთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტია შექმნილი. „პანორამა 3“ ენერგოეფექტური სახლია, დათბუნება გაკეთებულია მაღალი ხარისხის საიზოლაციო მასალით, რაც მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ ბინის გათბობა-გაგრილების ხარჯებს. უმაღლესი ხარისხის ნატურალური ქვით მოპირკეთებული ვესტიბიული, ვერტიკალური ლენტური შუშის ვიტრაჟები, პანორამული ლიფტი და მაღალი კლასის სერვისი თქვენი კომფორტული ცხოვრების გარანტიაა.
“ტრიდე“ ოპტიმალური ფართების საუკეთესო არჩევანს გთავაზობთ. თქვენს შერჩეულ ბინაში თავად შეგიძლიათ დაგეგმოთ ოთახების რაოდენობა და პროპორციები. სწორი გეგმარება თქვენს სახლს ინდივიდუალობას და სასურველ კომფორტს შესძენს.